ჯოკია ბოდოკიას პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

ჯოკია ბოდოკიას პატიმრობა შეეფარდა

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამად მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10% - 180.000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო თანხის ნაწილი - 50.000 აშშ დოლარი. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა და ჯოკია ბოდოკიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ჯოკია ბოდოკიამ ქრთამი შპს "დარიოუშის" ხელმძღვანელის, ნათია მახარაშვილისგან აიღო, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა.