ჯოკია ბოდოკიას პატიმრობა შეეფარდა
16-02-2015
ჯოკია ბოდოკიას პატიმრობა შეეფარდა
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამად მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10% - 180.000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო თანხის ნაწილი - 50.000 აშშ დოლარი. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა და ჯოკია ბოდოკიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების
ინფორმაციით, ჯოკია ბოდოკიამ ქრთამი შპს "დარიოუშის" ხელმძღვანელის, ნათია მახარაშვილისგან აიღო, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით