პრეზიდენტმა კანდიდატების პროგრამები მოისმინა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტმა კანდიდატების პროგრამები მოისმინა

პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებული კანდიდატების პროგრამები მოისმინა. ამ მიზნით ავლაბრის რეზიდენციაში გამართული შეხვედრა თითქმის 5 საათს გაგრძელდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ, განუცხადა, შემდგომი პროცესიც ისევე გამჭვირვალედ წარიმართება, როგორც აქამდე იყო. შეგახსენებთ, რომ სულ 28 კანდიდატია დასახელებული, რომელთაგან ერთი უნდა შეარჩიოს პრეზიდენტმა და პარლამენტს წარუდგინოს მოქმედი თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, ანუ 23 თებერვლამდე.