"კაცობრიობა წავა ღვთისგან... მაგრამ ისევ მობრუნდება" - კვირის პალიტრა

"კაცობრიობა წავა ღვთისგან... მაგრამ ისევ მობრუნდება"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ქადაგებისას გაიხსენა იგავი უძღები შვილის შესახებ და ბრძანა: "გვინდა ღვთის გარეშე, ღვთის ლოცვა-კურთხევის გარეშე შევქმნათ ჩვენი კეთილდღეობა და ეს ვერ გამოდის. ღვთის ლოცვა-კურთხევის გარეშე ადამიანი ვერაფერს მიაღწევს და ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ დღევანდელ პრობლემებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა და ღვთის ლოცვა-კურთხევაზეა დამოკიდებული. ეს იგავი მეტყველებს იმაზე, რომ კაცობრიობა წავა ღვთისგან, განშორდება ღმერთს, დაკარგავს სარწმუნოებას, მაგრამ ისევ მობრუნდება, ისევ შეიწყნარებს უფალი და ისევ აპატიებს მას ცოდვებს".