გემის ეკიპაჟის შვიდი წევრი ქართველია - კვირის პალიტრა

გემის ეკიპაჟის შვიდი წევრი ქართველია

ფილიპინელმა სამხედროებმა პანამის დროშით მცურავი გემი დააკავეს, რომელსაც დიდი რაოდენობით ებრაული წარმოების იარაღი გადაჰქონდა. გემზე შაშხანებით

სავსე ყუთები აღმოაჩინეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ფილიპინებზე დაკავებული გემის ეკიპაჟის შვიდი წევრი ქართველია. "კანონის მიხედვით, გემის ტვირთზე პასუხისმგებელია გემის კაპიტანი. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ეკიპაჟიდან მხოლოდ 7 არის ქართველი. სამწუხაროდ, ჩვენ არა გვაქვს ფილიპინებზე საელჩო, ამიტომ უკვე მიიღო მითითება ვაშინგტონში ჩვენმა საკონსულო განყოფილებამ, სასწრაფოდ დაუკავშირდეს ფილიპინებს, რათა ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად სწრაფად გამოვიხსნათ"", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.