შემზარავი ავტოავარია
23-02-2015
შემზარავი ავტოავარია
სამი ადამიანი ემსხვერპლა აგარა-გომის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას. დედაქალაქიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა. გარდაცვლილთა შორის დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვია. მომხდარის შედეგად მიკროავტობუსში მყოფმა სხვა მგზავრებმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს. ავარიის მიზეზს საპატრულო პოლიცია ადგენს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით