იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ახალი დეტალები
23-02-2015
"ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, გარდა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ სოსანაშვილისა, სხვა პირების დნმ-ის კვალიც არის ნაპოვნი", -  განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძემ.
მისივე თქმით, ჯერჯერობით ამოღებული დნმ-ის იდენტიფიცირება არ მომხდარა. პროკურატურას აქვს ბევრი მტკიცებულება, რომელიც სოსანაშვილის დანაშაულზე მიუთითებს. მათ შორის, პროკურატურას აქვს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 12 იანვარს გია სოსანაშვილი იური ვაზაგაშვილის პიროვნებას მონაცემთა ბაზაში ამოწმებდა. შოთაძის თქმით, სოსანაშვილის ოჯახის ბრალდებები, თითქოს პროკურატურამ დნმ გააყალბა, სასაცილოა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით