აბაშიძე გააკრიტიკეს - კვირის პალიტრა

აბაშიძე გააკრიტიკეს

"ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს და ბრიუსელში, მოსკოვსა და თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატოში გაწევრება დღის წესრიგში არ დგას"," - ზურაბ აბაშიძის, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ამ განცხადებას კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა. "თავისუფალი დემოკრატებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა ამაში ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების ნიშნები დაინახეს. მოგვიანებით აბაშიძემ განმარტა: "არანაირი ცვლილება ჩვენს საგარეო-პოლიტიკურ კურსში არ არსებობს... ჩემს კოლეგებს ვთხოვ, კარგად გაარკვიონ, ვინ რა თქვა და როგორია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის რეალური მდგომარეობა."