არეულობა აჭარის ხელისუფლებაში
23-02-2015
არეულობა აჭარის ხელისუფლებაში
აჭარის უმაღლეს საბჭოში მმართველმა კოალიციამ უმრავლესობა დაკარგა. შედეგად, უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძე თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ "თავისუფალი დემოკრატების" წევრებს. "ნაციონალური მოძრაობის" 8 ხმას კი "ქართული ოცნების" ყოფილი წევრების - ჯემალ ფუტკარაძის, სვეტლანა კუდბასა და უმრავლესობიდან ცოტა ხნის წინ ხმაურით წასული მედეა ვასაძის ხმები დაემატა.
"რაც აჭარაში ხდება, ეს არის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. ისინი "ნაციონალურ მოძრაობას" გაურიგდნენ, მაგრამ
სიტუაცია კონტროლის ქვეშაა." - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით