ლავროვი "შესაბამისი" ზომებით დაგვემუქრა
23-02-2015
"თუ ნატო საქართველოს ალიანსში "ჩათრევისთვის" პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს. ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობის საკითხი. ამასთან, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საჭიროა, სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტის გაფორმება ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით, რაც 2008 წლის მოვლენების გამეორებას თავიდან აგვაცილებს", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრთან შეხვედრის
შემდეგ. მოსკოვსა და ცხინვალს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.







მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით