"პატიმრების მიღებამ შესაძლოა ტერორიზმის საფრთხე გაზარდოს" - კვირის პალიტრა

"პატიმრების მიღებამ შესაძლოა ტერორიზმის საფრთხე გაზარდოს"

უსაფრთხოების საკითხების ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის აზრით, გუანტანამოს საპატიმროს პატიმართა მიღებამ, შესაძლოა, საქართველოში ტერორიზმის საფრთხე

გაზარდოს. "საქართველოში არც ახლა არის სახარბიელო ვითარება უსაფრთხოების მხრივ და ასეთი ბანაკის განთავსების შემთხვევაში კიდევ უფრო რთული ვითარება შეიქმნება. ქვეყანა, სადაც მსგავსი ბანაკი არსებობს, ტერორისტების სამიზნეა"", - განაცხადა სესიაშვილმა. გუანტანამოს პატიმართა საქართველოში განთავსების შესაძლებლობის შესახებ ამერიკული გაზეთი ""ვაშინგტონ პოსტი" წერს. სტატიის ავტორი ბარაქ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ამ საკითხზე ვაშინგტონმა თბილისთან პოზიტიური მოლაპარაკებები გამართა და "საქართველოში დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. "ინტერვიუს დროს ქართველი მაღალჩინოსნები ხუმრობდნენ კიდეც, რომ თბილისი მზად არის გუანტანამოს ყველა ტყვე მიიღოს, თუ შეერთებული შტატები საქართველოში სამხედრო ბაზას განათავსებს", - ნათქვამია სტატიაში.  ევროკავშირის ექვსმა წევრმა ქვეყანამ: ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ირლანდიამ, იტალიამ, პორტუგალიამ და ესპანეთმა ტყვეების მიღებაზე თანხმობა განაცხადეს. გუანტანამოს ბანაკი კუბაში 2001-2002 წლებიდან არსებობს. ამერიკული დოკუმენტების თანახმად, ეს არის  სპეციალური ციხე იმ პირთათვის, ვინც მონაწილეობდნენ ტერორისტულ აქტებში ან ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ედებათ ბრალი.