"ნაციონალური მოძრაობა" აქციას გამართავს - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობა" აქციას გამართავს

"ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციის გამართვას თბილისში, რუსთაველის გამზირზე გეგმავს. ეს გადაწყვეტილება "ნაციონალურმა მოძრაობამ" რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის ჩაშლის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

ექსსახელისუფლებო ძალა აქციაზე მისვლისკენ საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს მოუწოდებს, ვინც თავს მოტყუებულად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მთავრობა უნიათოა.