ივანიშვილი ქადაგიძის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

ივანიშვილი ქადაგიძის წინააღმდეგ

ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ლარის დევალვაციაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაადანაშაულა. "გიორგი ქადაგიძემ ეროვნული ვალუტის კრიზისამდე თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა", - განაცხადა ივანიშვილმა, რომელსაც ქადაგიძემ უპასუხა: "ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ კომენტარებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტიპის თავდასხმებზე, რომელიც ხორციელდება ეროვნულ ბანკზე, ვიზიარებთ რა იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. არც მომავალში ვაპირებთ პოლიტიკურ დებატებში ჩართვას საჯაროდ". “მან ასევე ჩამოთვალა ყველა ის მითითება, რასაც ეროვნული ბანკი აძლევდა მთავრობას, რომელმაც ეს მითითებები არ გაითვალისწინა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ნოდარ ჯავახიშვილის აზრით კი, "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, გიორგი ქადაგიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღეძრა (სიუჟეტი იხ.  palitratv.ge-ზე).