აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა - კვირის პალიტრა

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა

26 თებერვალს პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა. არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე ლაპარაკი იყო მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევნის მარშრუტის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე და რომ რუსეთმა საქართველოს 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების (რომელიც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ტვირთბრუნვის ერთობლივ მონიტორინგს გულისხმობს) ამოქმედების სანაცვლოდ საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნა მოსთხოვა, რასაც ხელისუფლებაში კატეგორიულად არ ადასტურებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, დავით კერესელიძის განცხადებით, არც ერთ დონეზე აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხის დეტალური ან კონკრეტული განხილვა არ ყოფილა და არც იგეგმება.