უსუფაშვილი ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა - კვირის პალიტრა

უსუფაშვილი ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვიზიტი 7 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრებს გამართავს ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე მედიის წარმომადგენლებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრების მთავარი თემები იქნება: საქართველოს უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.