ღარიბაშვილი რუმინეთს სტუმრობდა - კვირის პალიტრა

ღარიბაშვილი რუმინეთს სტუმრობდა

"საქართველო ევროკავშირთან აქტიურად თანამშრომლობს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, მინდა, ვუსურვო პრემიერ ღარიბაშვილს, იყოს პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ხელს მოაწერს ანალოგიურ შეთანხმებას ნატო-სთან", - განაცხადა რუმინეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ პონტამ ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. მან ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუმინელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია და ნატოში გაწევრება მთავრობის პრიორიტეტებია.