ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილები კავკასიელები არიან - კვირის პალიტრა

ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილები კავკასიელები არიან

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილები ანზორ გუბაშევი და ზაურ დადაევი დააკავეს. როგორც რუსეთის პირველი არხის ეთერში უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, დაკავებულები კავკასიელები არიან. "პრეზიდენტ პუტინის დავალებით, უსაფრთხოების სამსახურმა, შსს-მ და საგამოძიებო კომიტეტმა ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიების მიზნით, ერთობლივი ოპერატიულ-საგამოძიებო კომიტეტი შექმნეს. ამ დროისათვის მიმდინარეობს ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები", - განაცხადა ალექსანდრ ბორტნიკოვმა.