ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილები კავკასიელები არიან
09-03-2015
რუსი ოპოზიციონერის­, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილები­ ანზორ გუბაშევი და ზაურ დადაევი დააკავეს. როგორც რუსეთის პირველი არხის ეთერში უსაფრთხოების ფედერალური­ სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, დაკავებულები კავკასიელები არიან. "პრეზიდენტ პუტინის დავალებით, უსაფრთხოების სამსახურმა, შსს-მ და საგამოძიებო კომიტეტმა ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიების მიზნით, ერთობლივი ოპერატიულ-საგამოძიებო კომიტეტი შექმნეს. ამ დროისათვის მიმდინარეობს ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები", - განაცხადა ალექსანდრ ბორტნიკოვმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით