აშშ-ში ორი ქართველი სამხედრო კურსანტი დაიღუპა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი ქართველი სამხედრო კურსანტი დაიღუპა. როგორც “ აშშ-ში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა განაცხადა, ა.წ. 7 მარტს, გამთენიისას, ნიუ-ჯერსიში მომხდარ ავტოავარიაში ორი ქართველი სამხედრო კურსანტი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მივიდა აშშ-ში საქართველოს საელჩოს სამხედრო ატაშე.