გამგეობის თანამშრომელი დააკავეს - კვირის პალიტრა

გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომელი მიხეილ ქვირია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “გამოძიებამ დაადგინა, რომ 3 მარტს მიხეილ ქვირიამ ინდოეთის და ერაყის მოქალაქეებს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბურთალოს რაიონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6300 კვმ მიწის ნაკვეთის შესაძენად აუქციონის მომზადებისა და ჩატარების უზრუნველყოფაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, 10.000 აშშ დოლარი გამოართვა. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.