გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
09-03-2015
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომელი მიხეილ ქვირია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტ­როს ინფორმაციით, “გამოძიებამ დაადგინა, რომ 3 მარტს მიხეილ ქვირიამ ინდოეთის და ერაყის მოქალაქეებს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბურთალოს რაიონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6300 კვმ მიწის ნაკვეთის შესაძენად აუქციონის მომზადებისა და ჩატარების უზრუნველყოფაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, 10.000 აშშ დოლარი გამოართვა. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთა­მის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.

beriberi
09 მარტი 2015 10:34
რატომ ვამრავლებთ ცოდვებს, რატომ ვაუბბედურებთ ხალხს, დახვრიტეთ ერთი მექრთამე და ათი პოტენციური დამნაშავიდან, ცხრას გადაარჩენთ!

რედაქტორის რჩევით