"მალე დადგინდება, კიდევ ვისი დნმ-ი ფიგურირებს იური ვაზაგაშვილის საქმეში" - კვირის პალიტრა

"მალე დადგინდება, კიდევ ვისი დნმ-ი ფიგურირებს იური ვაზაგაშვილის საქმეში"

იური ვაზაგაშვილის საქმეში გამოძიება ოპერატიულ ინფორმაციას ამუშავებს. მალე დადგინდება კიდევ ერთი პირის ვინაობა, ვისი დნმ-ც აღმოჩნდა შემთხვევის ადგილზე.

ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი, ირმა ჭკადუა აცხადებს: - 20 იანვარს, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დღეს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ყველა მტკიცებულება საექსპერტო დაწესებულებაში გაიგზავნა. 23 იანვარს სპეციალურმა აპარატმა აჩვენა, რომ ამ მტკიცებულებებიდან ამოვიდა 2 დნმ-ის ვარგისი პროფილი - ეს აპარატის მეხსიერებაში წერია და მაშინ არავინ იცოდა, რომ ერთ-ერთი სოსანაშვილის დნმ-ი იყო. 7 თებერვალს, როცა ის დააკავეს, სახაზინო ადვოკატის თანდასწრებით აუღეს დნმ-ი, რომელიც 23 იანვარს გამოვლენილ პროფილთან შედარდა და დაემთხვა სოსანაშვილის დნმ-ს. სოსანაშვილის გარდა, 50-ზე მეტი დნმ-ი აქვთ შედარებული...

ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ამოსულია 2 დნმ-ი. ერთია უფრო მეტი პროფილის, მეორე - ნაკლების. შესაძლოა, მეორე პირს დამზადებაში ან დამონტაჟებაში მიეღო მონაწილეობა. გამოძიებისთვის ძალიან სერიოზული ოპერატიული ინფორმაციაა ცნობილი და იმედია, მალე ამ პირის ვინაობაც დადგინდება.