"მალე დადგინდება, კიდევ ვისი დნმ-ი ფიგურირებს იური ვაზაგაშვილის საქმეში"
09-03-2015
იური ვაზაგაშვილის საქმეში გა­მოძი­ე­ბა ­ოპერატიულ ინფორმაციას ამუშავებს. მალე დადგინდება კიდევ ერთი პირის ვინაობა, ვისი დნმ-ც­­ აღმოჩნდა შემთხვევის ადგილზე. 

ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი, ირმა ჭკადუა აცხადებს: - 20 იანვარს, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დღეს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ყველა მტკიცებულება საექსპერტო დაწესებულებაში გაიგზავნა. 23 იანვარს სპეციალურმა აპარატმა აჩვენა, რომ ამ მტკიცებულებებიდან ამოვიდა 2 დნმ-ის ვარგისი პროფილი - ეს აპარატის მეხსიერებაში წერია და მაშინ არავინ იცოდა, რომ ერთ-ერთი სოსანაშვილის დნმ-ი იყო. 7 თებერვალს, როცა ის
დააკავეს, სახაზინო ადვოკატის თანდასწრებით აუღეს დნმ-ი, რომელიც 23 იანვარს გამოვლენილ პროფილთან შედარ­და და დაემთხვა სოსანაშვილის დნმ-ს­. სოსანაშვილის გარდა, 50-ზე მეტი დნმ-ი აქვთ შედარებული...
ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ამოსულია 2 დნმ-ი. ერთია უფრო მეტი პროფილის, მეორე - ნაკლების. შესაძლოა, მეორე პირს და­მზადებაში ან დამონტაჟებაში მიეღო მონაწილეობა.
გამოძიებისთვის ძალიან სერიოზული ოპერატიული ინფორმაციაა ცნობილი და იმედია, მალე ამ პირის ვინაობაც დადგინდება.

,
11 მარტი 2015 23:24
ამ საქმეზე განაჩენის გამოტანა ძალიან გაუჭირდება მოსამართლეს რადგან ზალიან ბევრი რამ შეკერილია.....................

რედაქტორის რჩევით