ღარიბაშვილი გაცხარდა - კვირის პალიტრა

ღარიბაშვილი გაცხარდა

მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა, თუ რატომაა ზოგიერთი სამინისტრო და მუნიციპალიტეტი ბიუჯეტის შესრულებაში ჩამორჩენილი და რატომ არ ხდება თანხების დროულად ხარჯვა. მან მკაცრად შეაფასა არსებული პრობლემები და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს მოუწოდა, წარმოადგინონ დეტალური ინფორმაცია იმ რაიონების შესახებ, რომლებიც ვერ ხარჯავენ თანხებს, რათა დადგეს იმ გამგებლებისა თუ საკრებულოების თავმჯდომარეების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ამ პროცესებს აფერხებენ. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში განათლების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებს უმნიშვნელო ჩამორჩენა აქვთ.