პატრიარქმა ნათლულებსა და მათ ოჯახებს ორი დავალება მისცა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა ნათლულებსა და მათ ოჯახებს ორი დავალება მისცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ნათლულებსა და მათ ოჯახებს ორი დავალება მისცა:"ჩემს ნათლულებსა და მათ მშობლებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ გამონახონ გაჭირვებული ადამიანები. მრავალი ადამიანია მწოლიარე, მრავალ ადამიანს არ ჰყავს მომვლელი, წყლის მიმწოდებელიც კი. გამონახეთ ასეთი ადამიანები და კვირაში ერთხელ მაინც მიდით და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ - ეს იქნება საჭმლით, ჩასაცმლით თუ თბილი სიტყვით... მეორე დავალება არის, რომ ჩემი ნათლულების ყველა ოჯახმა დარგოს მათი შვილების საკეთილდღეოდ ხეები. 7 მარადმწვანე ნერგი - კედრის და ნაძვის. ეს ორი დავალება უნდა შეასრულოთ და მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა უხვად გადმოვა თქვენზე" (სიუჟეტი იხ. პალიტრატვ.გე-ზე).