პატრიარქმა ნათლულებსა და მათ ოჯახებს ორი დავალება მისცა
09-03-2015
პატრიარქმა ნათლულებსა და მათ ოჯახებს ორი დავალება მისცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ნათლულებსა და მათ ოჯახებს ორი დავალება მისცა:"ჩემს ნათლულებსა და მათ მშობლებს ეძ­ლე­ვათ ლოცვა-კურთხევა, რომ გამონახონ გაჭირვებული ადამიანები. მრავალი ადამიანია მწოლიარე, მრავალ ადამიანს არ ჰყავს მომვლელი, წყლის მიმწოდებელიც კი. გამონახეთ ასეთი ადამიანები და კვირაში ერთხელ მაინც მიდით და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ - ეს იქნება საჭმლით, ჩასაცმლით თუ თბილი სიტყვით... მეორე დავალება არის, რომ ჩემი ნათლულების ყველა ოჯახმა
დარგოს მათი შვილების საკეთილდღეოდ ხეები. 7 მარადმწვანე ნერგი - კედრის და ნაძვის. ეს ორი დავალება უნდა შეასრულოთ და მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა უხვად გადმოვა თქვენზე" (სიუჟეტი იხ. პალიტრატვ.გე-ზე).






levani56
13 მაისი 2015 18:23
ვეთახმები ეკლესიები ბევრია საცხვრებლები ააჰენონ სავადმყოფოები
:))))))))))))))
08 მაისი 2015 20:17
აჯობებს მოიკლოთ ცოტა და ააშენოთ საცხოვრებელი სახლები უპოვრებისთვის. სასწავლელები და საავადმყოფოები, სადაც მართლა მიხედავენ დემოგრაფიულ პრობლემას და რამე სამსახური გაუჩინოთ მრევლს. მარტო შესაწირავები რომ გინდათ და მონური მორჩილება. სხვა დროა, ან გადარჩება თქვენი მრევლი ან არა. როცა ხელისუფალი უუნაროა, ეკლესიამ მაინც გამოიჩინოს ფხა და ეროვნულობა. ხალხს მიხედეთ...რით ვერ ამოიყორეთ რით

რედაქტორის რჩევით