პუტინმა აფეთქებული ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერა - კვირის პალიტრა

პუტინმა აფეთქებული ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერა

გასულ კვირას საიანო-შუშენსკოეში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური აფეთქდა. დაიღუპა 70 კაცი, 50 კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

''ბი-ბი-სი''ს ცნობით, ვლადიმირ პუტინი კატასტროფის შედეგად დაღუპული თითოეული მუშის ოჯახს კომპენსაციის სახით 1 მლნ რუბლს დაჰპირდა. კომპენსაცია მიეცემათ ასევე იმ 50 თანამშრომლის ოჯახებსაც, რომლებიც დაკარგულებად ითვლებიან. Pპუტინის თქმით, იმედის დაკარგვა, რომ დაკარგულები ცოცხლები აღარ არიან, ნაადრევია.