ნარმანიამ ახალი მოადგილეები წარადგინა - კვირის პალიტრა

ნარმანიამ ახალი მოადგილეები წარადგინა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის ახალი წევრები წარადგინა. თბილისის ვიცე-მერად - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უკვე ყოფილი პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, ხოლო მერის მოადგილედ ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე დაინიშნენ. მათ ამ თანამდებობაზე ალექსანდრე მარგიშვილი და ალუდა გოგლიჩიძე შეცვალეს.

თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსად ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი პაატა ჯაჭვლიანი დაინიშნა. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობა კი გიორგი გურგენიძემ დაიკავა (სიუჟეტი იხ. პალიტრატვ.გე-ზე).