ღარიბაშვილმა სასამართლოს შეუტია?! - კვირის პალიტრა

ღარიბაშვილმა სასამართლოს შეუტია?!

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაყადაღების თაობაზე მოსამართლის გადაწყვეტილებით დაინტერესება ურჩია: "მოსამართლე, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, უნდა წარდგეს საზოგადოების წინაშე და განმარტოს, რატომ იღებს ასეთ დივერსიულ გადაწყვეტილებებს." ნინო გვენეტაძის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე სამართალწარმოება ჯერ არ დასრულებულა და კონკრეტულ საქმეზე სასამართლო ხელისუფლების, თუნდაც ზემდგომი ინსტანციის წარმომადგენლის მიერ გამოთქმული მოსაზრება, ისევე, როგორც სხვა სახელისუფლებო პოზიციიდან გაკეთებული განცხადება, შესაძლებელია, სამართალწარმოებაზე ზეგავლენის საფრთხეს შეიცავდეს.