პარლამენტის ოთხ კომიტეტს ახალი თავმჯდომარეები ჰყავს - კვირის პალიტრა

პარლამენტის ოთხ კომიტეტს ახალი თავმჯდომარეები ჰყავს

პარლამენტის ოთხ კომიტეტს ახალი თავმჯდომარეები ჰყავს: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი გახდა; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა გია ჟორჟოლიანმა დაიკავა; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს თამაზ მეჭიაური უხელმძღვანელებს, ხოლო კავკასიის საკითხთა და დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელობა თემურ ჭკუასელს დაეკისრა. კომიტეტების თავმჯდომარეობის ვაკანსიებზე წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.