პრეზიდენტის ანგარიში - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის ანგარიში

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე წლის შემაჯამებელი მოხსენებით წარდგა. მთავრობის ლოჟა ამჯერადაც ცარიელი იყო. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სახელისუფლებო უწყებებს შორის არსებულ არასაკმარის კოორდინაციაზე; ასევე სახელმწიფო სტრუქტურების დუბლირებაზე; საქართველოს დასავლურ არჩევანზე, რუსეთის ფაქტორზე, ამ მიმართულებით გადადგმულ და გადასადგმელ ნაბიჯებზე. "უნდა ვიცოდეთ, რომელ დარგში ვინაა რეალურად გადაწყვეტილებების მიმღები. ვისი დამსახურებაა წარმატება, ან ვინ არის მარცხზე პასუხისმგებელი... სახელმწიფო ინსტიტუტების დაშლით და დაკნინებით მივიღებთ ქაოსს და არავინ დარჩება მოგებული", - განაცხადა მარგველაშვილმა.