"საქართველო არასოდეს დაჩმორდება" - კვირის პალიტრა

"საქართველო არასოდეს დაჩმორდება"

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთში მოსიარულე ქართველ პოლიტიკოსებს "ჩმორებს" უწოდებს. მისი განცხადებით, პატარა ბავშვმაც კი იცის, რომ

რუსეთი დამპყრობელია, მაგრამ ზოგიერთი "ვაიპოლიტიკოსი მოსალაპარაკებლად საქართველოს დამპყრობელთან მაინც გარბის".  სააკაშვილის თქმით, მოსკოვში განიხილავენ იმას, რა უნდა მოხდეს საქართველოში. ამით ეს პოლიტიკოსები აღიარებენ, რომ საქართველოს ბედის გადამწყვეტი ქართველი ხალხი კი არა, როგორც ძველ დროს, მოსკოვია.