"საქართველოს გამარჯვების გეგმა" - კვირის პალიტრა

"საქართველოს გამარჯვების გეგმა"

პრაიმერში მონაწილე პარტიებმა  (კონსერვატორები", "ხალხის პარტია", "მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის", "მოძრაობა "ქრისტიანული საქართველო",

"მომავლის პარტია", "ვეტერანთა და პატრიოტთა კოალიცია -  "მამულიშვილი") საქართველოს გამარჯვების გეგმა" შეიმუშავეს და ოპოზიციას 9 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე შეკრებისკენ მოუწოდეს.

"საქართველოს გადარჩენისა და გამარჯვების გზა გადის საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების შეცვლაზე, რაც შესაძლებელია მხოლოდ  შეურიგებელი, რეალური ოპოზიციური ძალების უკომპრომისო და ერთიანი ბრძოლით. ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ეროვნული ინტერესები, ერთობლივად დავიწყოთ მესამე და გადამწყვეტი ტალღა", - ნათქვამია "საქართველოს გამარჯვების გეგმაში".

პრაიმერში მონაწილე პარტიები  ოპოზიციას 26 მაისისთვის ერთიანი აქციისკენ მოუწოდებენ, სადაც მიღებული იქნება "საგანგებო და წინასწარი ზომები არჩევნების გამყალბებლების წინააღმდეგ". პრაიმერი  18 აპრილს ჩატარდება.