"აჯანყებაში მონაწილეობას არ მივიღებთ" - კვირის პალიტრა

"აჯანყებაში მონაწილეობას არ მივიღებთ"

"ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ფიქრია ჩიხრაძემ პრაიმერის ინიციატორი პარტიების იმ მოწოდებას უპასუხა, რომელიც 9 აპრილს საპროტესტო აქციის გამართვას შეეხება.

"აქციების გამართვა ჩვენი მიზანი არ არის და წინასწარ დაგეგმილ აჯანყებაში მონაწილეობას არ მივიღებთ". ეს არჩევნების გვერდზე გადადება იქნება. ალიანსი მთელი ძალებითა და რესურსებით ჩაერთვება გაზაფხულისთვის დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ, რომლის  თქმითაც, არჩევნები ერთადერთი გზაა ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად და თუ საჭირო გახდება, შედეგების სამართლიანობისთვის საპროტესტო აქციებსაც არ გამორიცხავენ.