"ალიანსი საქართველოსთვის" გრიგოლ ვაშაძეს უჩივის - კვირის პალიტრა

"ალიანსი საქართველოსთვის" გრიგოლ ვაშაძეს უჩივის

"ალიანსი საქართველოსთვის" საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში ადმინისტრაციულ საჩივარს შეიტანს. ფიქრია ჩიხრაძის

განცხადებით, "ალიანსმა" უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და ელჩს გრიგოლ ქათამაძეს მიმართა, მოეწოდებინა ინფორმაცია იმ დამკვირვებლების ვინაობასა და მათ წარმდგენ ორგანიზაციებზე, რომლებიც რეგისტრაციისათვის საქართველოს საელჩომ უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინა.

"მოთხოვნა გაიგზავნა ელექტრონული ფოსტით, ფაქსითა და ოფიციალური წერილის სახით, მაგრამ, რადგან ინფორმაცია გრიგოლ ქათამაძისგან ვერ მივიღეთ, მივმართეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უშუალოდ გრიგოლ ვაშაძეს. ამ ინფორმაციის მოწოდება ერთ დღეში შეიძლებოდა, მაგრამ "ალიანსს" არაფერი მიუღია", - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე, რომლის თქმითაც, ე.წ. დამკვირვებლებზე ინფორმაციის დამალვა მიუთითებს, რომ ამის უკან სკანდალური და დანაშაულებრივი ელემენტის შემცველი რამ იმალება.