პრესკონფერენცია კოტე კუბლაშვილის სახლთან - კვირის პალიტრა

პრესკონფერენცია კოტე კუბლაშვილის სახლთან

პარტია "თეთრების" ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილის სახლთან პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციის

თემა იყო "წარმატებულად აღიარებული სასამართლო რეფორმა კოტე კუბლაშვილის სახლის მაგალითზე".

"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილის მიერ წარმატებულად შეფასებული სასამართლო რეფორმის მართლაც "წარმატებული" შედეგია კუბლაშვილის სამსართულიანი სახლი ბუკიას ბაღში. ეს, ალბათ, არ იცის პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც ასეთი სახლების მეპატრონეებთან ბრძოლით გახდა პრეზიდენტი", - აცხადებს შაშიაშვილი.