"ჩვენ მნიშვნელოვანი დაპირებები მივიღეთ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ მნიშვნელოვანი დაპირებები მივიღეთ"

"ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაციისგან ოპოზიციონერებმა მნიშვნელოვანი დაპირებები მიიღეს.

"დაგვპირდნენ, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია პრინციპულად დააყენებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების აუცილებლობის საკითხს. მათთვის  საქართველო პრიორიტეტულ ქვეყნად რჩება. შეხვედრაც ჯერ ოპოზიციასა და შემდეგ ხელისუფლებასთან, არის მინიშნება, რომ მათთვის პრიორიტეტია საქართველოს მოქალაქეები და არა  პრეზიდენტი ან რომელიმე ლიდერი", - აცხადებს დავით გამყრელიძე.

სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგსა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში გაიმართა.  შეხვედრას ესწრებოდნენ "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი დავით გამყრელიძე, "დემოკრატიული მოძრაობა "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე და "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი  თარგამაძე.