მოვაჭრეები შეცდომაში შეიყვანეს? - კვირის პალიტრა

მოვაჭრეები შეცდომაში შეიყვანეს?

კობა დავითაშვილის ორგანიზებით მოვაჭრეებმა საპროტესტო აქციები გამართეს. ისინი აპროტესტებდნენ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც ყველა გაყიდულ

პროდუქტზე სასაქონლო ზედნადები მოეთხოვებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველადი ჯარიმა 1.000 ლარით, შემდგომი კი 10.000 ლარით განისაზღვრება.

ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა "ხალხის პარტიის" ლიდერ კობა დავითაშვილის შეკითხვას, რომელიც საგადასახადო კოდექსში ცვლილებას ეხებოდა, ოფიციალური პასუხი გასცა. მინისტრის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია, რამაც შეცდომაში შეიყვანა ბაზრობაზე მოვაჭრეები.

მინისტრმა წარმოადგინა ფინანსთა სამინისტროს ბლანკიან ფურცელზე კობა დავითაშვილისათვის გაცემული პასუხი, სადაც ნათქვამია, რომ საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ მეწარმეებზე, რომლებიც ეწევიან საცალო ვაჭრობას ბაზრობებზე, სავაჭრო ჯიხურებში, მცირე მაღაზიებში ან  გარევაჭრობას.