ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა - კვირის პალიტრა

ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა

პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის მსვლელობა, რომელიც "მეტროსადგურ "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო,პარლამენტთან დასრულდა.

როგორც "ლეიბორისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, "ლეიბორისტული პარტია" თავდებად უდგება ცოტნე გამსახურდიას. მსვლელობის მონაწილეებმა რუსთაველის პროსპექტზე ე.წ. პოლიტპატიმრების პლაკატებიც გააკრეს. მსვლელობას მომღერალი გია გაჩეჩილაძეც (უცნობი) შეუერთდა.

აქციის ორგანიზატორები იყვნენ "კონსერვატორები", ზურაბ ნოღაიდელისა და კობა დავითაშვილის პარტიები, "მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის". აქციაში მონაწილეობდნენ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მომხრეებიც.