მძარცველმა ძვირფასეულობა დააბრუნა - კვირის პალიტრა

მძარცველმა ძვირფასეულობა დააბრუნა

ურბნისისა და რუისის ეპარქიის სარკის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრიდან ერთი თვის წინ გატაცებული ძვირფასეულობა დაბრუნებულია. სოფელ ბებვნისში,

დედათა მონასტრის ეზოში ძვირფასეულობით სავსე ყუთი და წერილი იპოვეს. როგორც უცნობი პირი წერს, ძვირფასეულობა ქარელის რაიონში სარკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ძარცვისას წაიღო და შენდობას ითხოვს.

სარკის წმინდა გიორგის მონასტრის წინამძღვარი მამა გიორგი ედილაშვილი ამბობს, რომ ღვთის წყალობით პირი, რომელმაც ტაძარი გაძარცვა, გონს მოეგო და გატაცებული ნივთების დაბრუნება გადაწყვიტა.