ნადირმა მოსახლეობას შეუტია - კვირის პალიტრა

ნადირმა მოსახლეობას შეუტია

სოფელ საქობოში მცხოვრები 26 წლის გია კაკაშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ მაშნარის სასაფლაოზე გვიან ღამით მგელმა შეჭამა. სოფელ საქობოს ტერიტორიული

ორგანოს რწმუნებულმა გიგა ბაკაშვილმა განაცხადა, რომ გია კაკაშვილის ამოცნობა პირადობის მოწმობით მოხერხდა, რომელიც თან ჰქონდა. მეორე შემთხვევა დაფიქსირდა სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაღაროში. დაახლოებით  დილის 6:00 საათზე ანა დარჩიაშვილი და გოგი გურაშვილი თავიანთი სახლის ეზოში  ტურამ დაკბინა. სოფელ ქვემო მაღაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის კობა უსენაშვილის თქმით, დაზიანებები არ არის სიცოცხლისათვის საშიში.