"საქართველოს ხელისუფლება თავდასხმას გეგმავს" - კვირის პალიტრა

"საქართველოს ხელისუფლება თავდასხმას გეგმავს"

ცხინვალის რეჟიმის ლიდერ ედუარდ კოკოითის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე თავდასხმას გეგმავს. "გაზაფხულ-

ზაფხულის დადგომასთან ერთად რეგიონში ვითარების დაძაბვაა მოსალოდნელი".

საქართველო აგრძელებს გადაიარაღებას და ამჟამად მისი სამხედრო პოტენციალი უფრო მაღალია, ვიდრე 2008 წლის აგვისტომდე იყო". ამჟამად საქართველოს სამხედრო ბაზებზე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე თავდასხმის გეგმა დასავლელი მრჩევლების დახმარებით მუშავდება", - განაცხადა კოკოითიმ.

მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები აღარასოდეს განმეორდება, რამდენადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზა და რუსი მესაზღვრეები დგანან.