საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში - კვირის პალიტრა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად პარტია "რეგიონების" ლიდერი ვიქტორ იუშჩენკო და მოქმედი პრემიერი

იულია ტიმოშენკო იბრძოდნენ. ხმის მიცემა 33 ათასზე მეტ საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა. არჩევნებს რამდენიმე ათასი საერთაშორისო დამკვირვებელი ადევნებდა თვალს.

რადგანაც უკრაინის ადმინისტრაციული შენობების შტურმის საშიშროება არსებობდა, ვიქტორ იუშჩენკოს ბრძანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მინისტრთა კაბინეტის, სახელმწიფო კანცელარიისა და რადას დასაცავად დამატებით 1500 პოლიციელი გამოყვეს. თუმცა, იუშჩენკოს ამ ბრძანების შესრულება არ მიიჩნიეს აუცილებლად სამთავრობო დაცვის სამმართველომ და შინაგანმა ჯარმა(?!). ცესკოს საბოლოო დასკვნის გამოცხადებამდე 10 დღე აქვს.