15 ივნისი - გლოვის დღე - კვირის პალიტრა

15 ივნისი - გლოვის დღე

14 ივნისის 20.00 სთ-ის მონაცემებით, სტიქიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 24 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დედაქალაქის მერის მოადგილის განმარტებით, გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ვაკის რაიონში უსახლკაროდ 40-მდე ოჯახი დარჩა. პრემიერის განცხადებით, სახელმწიფო ყველა ოჯახს შესაბამის დახმარებას გაუწევს, სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალი დაახლოებით 40 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა ფინანსთა სამინისტრო თვლას აგრძელებს. პრემიერის განმარტებითვე, ყველა სამსახურს, მათ შორის, მერიის სამსახურებსა და სამინისტროებს მიეცათ დავალება, შექმნან სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ამ საკითხებზე იმუშავებენ. ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობასაც მიმართა და ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების შენიშვნის შემთხვევაში მოქალაქეებს 112-თან დაკავშირებისკენ მოუწოდა. პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.