კათოლიკოს-პატრიარქი მიუნხენიდან დაბრუნდა - კვირის პალიტრა

კათოლიკოს-პატრიარქი მიუნხენიდან დაბრუნდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიუნხენიდან თბილისში დაბრუნდა. უწმინდესს თბილისის აეროპორტში

წმინდა სინოდის წევრები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და მრევლი დახვდა. აეროპორტიდან კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში მიბრძანდა, სანთლები დაანთო და მრევლი დალოცა. "ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეედრება საქართველოს. ღმერთმა დაგლოცოთ", - ბრძანა უწმინდესმა.

გერმანიის ქალაქ მიუნხენის ერთ-ერთ კლინიკაში პატრიარქმა სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევის ორკვირიანი კურსი გაიარა.