"თბილისში არსებული ვითარება უნდა შეიცვალოს" - კვირის პალიტრა

"თბილისში არსებული ვითარება უნდა შეიცვალოს"

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მერობის კანდიდატი გია ჭანტურია მიიჩნევს, რომ დღეს თბილისში არსებული ვითარება უნდა შეიცვალოს და თბილისელების

მოლოდინი გამართლდეს. "დღეს თბილისი ელოდება გარდაქმნას და ჩვენ დღევანდელი ყოფა უნდა შევცვალოთ. ხალხი სიმართლის, ღირსების აღდგენასა და დასაქმებას ელოდება. არსებულ გამოწვევებს  დიდი პასუხისმგებლობით უნდა შევხვდეთ.

ჩემი გადაწყვეტილების ძირითადი ღერძი და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. არსებული ვითარება უნდა შეიცვალოს. დედაქალაქში უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები. მიმაჩნია, რომ საქართველოში, კერძოდ თბილისში გაზის ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს 7 თეთრს, ხოლო ელექტროენერგიის ტარიფი 4-5 თეთრს", - განაცხადა გია ჭანტურიამ.