შაშკინისგან განმარტებას ითხოვენ - კვირის პალიტრა

შაშკინისგან განმარტებას ითხოვენ

უმაღლესი სასწავლებლების ლიცენზირების პრინციპის გაუქმებასთან დაკავშირებით, "ახალი მემარჯვენეები" განათლების სამინისტროსგან განმარტებებს მოითხოვენ.

მანანა ნაჭყებიას განცხადებით, განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის მიერ 9 თებერვალს გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც უმაღლესი სასწავლებლების ლიცენზირების პრინციპი უქმდება, უამრავ შეკითხვას ბადებს.

ნაჭყებიას თქმით, ბუნდოვანია, რას ნიშნავს ავტორიზაციის გავლა, რის შედეგადაც სახელმწიფო სასწავლებლის მიერ გაცემულ დიპლომს სახელმწიფო აღიარებს; ასევე ნიშნავს თუ არა ახალი ინიციატივა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონით დადგენილი აკრედიტაციის პროცესის გაუქმებასაც და როგორ გადაწყდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გაცემული სახელმწიფო სასწავლო გრანტის საკითხი.

ნაჭყებიას თქმით, განათლების მიღებაზე ფასის დასაწევად სასწავლებლებს შორის კონკურენციის გაზრდა საჭიროა, თუმცა ეს სწავლის ხარისხის გაუარესების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.