ტრაგედია ოლიპიადის გახსნის დღეს! - კვირის პალიტრა

ტრაგედია ოლიპიადის გახსნის დღეს!

კანადის ქალაქ ვანკუვერში, ზამთრის ოლიმპიადის გახსნის წინ, სავარჯიშო დაშვების დროს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი, მოციგავე ნოდარ

ქუმარიტაშვილი დაიღუპა. უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე სავარჯიშო დაშვების დროს მან მართვა დაკარგა და 145 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეასკდა. სპორტსმენი ციგიდან ამოვარდა და ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა.