პაატა ბურჭულაძეს 55 წელი შეუსრულდა - კვირის პალიტრა

პაატა ბურჭულაძეს 55 წელი შეუსრულდა

მსოფლიოში აღიარებულ ქართველ ბანს, გაეროს კეთილი ნების ელჩს პაატა ბურჭულაძეს 55 წელი შეუსრულდა. მომღერლის საიუბილეო თარიღი თელ-ავივის საოპერო

თეატრში აღინიშნა. მაყურებელს საშუალება ჰქონდა გუნოს "ფაუსტში" მეფისტოფელის პარტია ლეგენდარული ბანის შესრულებით მოესმინა. სპექტაკლის დასასრულს სცენაზე თელ-ავივის მერი გამოჩნდა, რომელმაც პაატა ბურჭულაძეს თელ-ავივის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა.

ქართველმა ბანმა ასევე მიიღო ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მილოცვა. საიუბილეო სპექტაკლზე დასასწრებად ჩავიდა ფონდ "იავნანას" მხარდამჭერთა 100-კაციანი დელეგაცია. საიუბილეო თარიღი აღინიშნება ფონდ "იავნანაშიც", სადაც მისალოც წერილებს იღებენ იმ ბავშვებისგან, ვისაც პაატა ბურჭულაძის ფონდმა დახმარება გაუწია.