"ომს იგებენ ხელისუფალნი და აგებენ ადამიანები ორივე მხრიდან" - კვირის პალიტრა

"ომს იგებენ ხელისუფალნი და აგებენ ადამიანები ორივე მხრიდან"

რობერტ სტურუა მოსკოვში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა და დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრა გაიმართა მოსკოვის "ქართველთა კავშირის" სადისკუსიო კლუბში "გულწრფელი საუბრები". შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ მოსკოვში მცხოვრები ქართველებისა და რუსი ჟურნალისტების შეკითხებს უპასუხა. რუსი ჟურნალისტის შეკითხვაზე, - რას ფიქრობს რეჟისორი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე, რობერტ სტურუამ ბერტოლდ ბრეხტის ცნობილი ფრაზით უპასუხა: "ომს იგებენ ხელისუფალნი და აგებენ ადამიანები ორივე მხრიდან".

"გამოდის, რომ მე არა დისკუსიაში, არამედ "დაკითხვაში" ვმონაწილეობდი", - განაცხადა რობერტ სტურუამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.  რობერტ სტურუა თითქმის ერთი თვეა მოსკოვში იმყოფება და ერთ-ერთი თეატრისთვის სპექტაკლს დგამს. ჯერჯერობით არ ხმაურდება, რომელი ავტორის სპექტაკლზე მუშაობს ცნობილი ქართველი რეჟისორი.